რა იწვევს თავბრუსხვევას და რა დაავადებაა "დისცირკულატორული ენცეპალოპათია".
რამდენიმე წელია, მაწუხებს თავბრუსხვევა. ნევროპათოლოგმა დამისვა დიაგნოზი - "დისცირკულატორული ენცეპალოპათია". წამლებს როცა ვსვამდი კარგად ვიყავი, ახლა ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები. ხომ არ არის რაიმე სიახლე თავბრუსხვევის მკურნალობაში და როგორ შეიძლება შევიმსუბუქო მდგომარეობა?
ექიმის კომენტარი:
ტერმინი "დისცირკულატორული ენცეპალოპათია" გულისხმობს ტვინის ქრონიკულ იშემია ( სისხლმომარაგების უკმარისობა ). მისი მიზეზია პათოლოგიური ცვლილებების განვითარება მთელი ორგანზის, უპირატესად კი, ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ტვინი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს, რადგანაც ვერ იღებს სისხლის საკმაო რაოდენობას. ეს ქრონიკული დაავადებაა და უფრო ხანში შესულებს ემართებათ. საჭიროა საგულდაგულო სამედიცინო გამოკვლევა. უპირველესად უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს არტერიული ჰიპერტენზია. ამ დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ექიმმა უნდა შეგირჩიოთ წნევის მასტაბილიზებელი პრეპარატები. უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია წნევის როგორც მკვეთრი დაქვეითება, ისე მომატება. პაცოენტს ერთი თვის განმავლობაში ეძლევა დავალება, რომ გაიზომოს წნევა დილა - საღამოს და ჩაიწეროს მონაცემები, რომლებიც შემდგომ ექიმს უნდა აჩვენოს. თუ ძირითადი დაავადება ათეროსკლეროზია, მაშინ საჭიროა სისხლში ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებელი პრეპარატების - სტატინების დანიშვნა და კვების სათანადო რეჟიმის დაცვა.
თავბრუსხვევა, მოცემულ შემთხვევაში, სისხლძარღვოვანი პათოლოგიის შედეგია. მისი სხვა გამოვლინებები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება და სხვა. პირველ რიგში, ცხადია, ძირითად დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. შეიძლება დაინიშნოს სტუგერონი ან სხვა მსგავსი პრეპარატი. ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული კიდევ ერთ მიზეზთან - ხერხემლის, კისრის მალების ოსტეოქონდროზთან და ხერხემლის არტერიაზე მის ზემოქმედებასთან. კვლევის თანამედროვე მეთოდები ამ დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებასაც იძლევა. საკმაოდ მნიშვნელოვანია სისხლის გამოკვლევა ლიპიდებზე. სისხლი უფრო "დენადი" უნდა გახდეს, რისთვისაც ექიმი საჭირო პრეპარატებს დაგინიშნავთ. უნდა გვახსოვდეს, არამც და არამც არ შეიძლება თვითმკურნალობა.