5 წუთიანი სუპერ-ვარჯიში ბრტყელი და ლამაზი მუცლის მისაღებად
თუ თქვენ მზად ხართ სასურველი ფორმების მისაღებად ვარჯიში თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ FPAPARAZZI-ს რედაქცია გირცევთ გამოიყენოთ კაილი იტსინეს მიერ შემუშავებული პროგრამა Bikini Body Guide, რომელიც მთელი მსოფლიოს ქალებს ჰპირდება 12 კვირაში სწორედ ის საოცნებო "პლიაჟის" სხეულის მიღებას.
ყველაზე პოპულარული კითხვა ვარსკვლავის ინსტაგრამის გვერდზე ეხება მუცლის დაპატარავებას და პრესს. კაილიმ თავისი გამომწერებისთვის მომზადა 5 სუპერ-ვარჯიში, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თითოეულ ვარჯიშზე მინიმუმ 1 წეუთი უნდა გამოყოთ.
"მან ქალბატონებისთვის მაქსიმალურად ეფექტური ვარჯიშების კომპლექსი შეიმუშავა, ამ ვარჯიშების შესრულება სახლის პირობებში დამატებითი მოწყობილობების გარეშეც შეგიძლიათ, თანაც დროის მცირე მონაკვეთში"
ნამდვილად კარგი შედეგების მისაღწევად, ამ ვარჯიშების პარალელურად აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი კვებისა და კარდიოდატვირთვების წესი. თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავზე სამუშაოდ, მაშინ წინ!

- აზიდეთ ფეხები ჰანტელებთან ერთად
დაწექით ზურგზე, ხელებში ჰანტელები დაიკავეთ. დაჭიმეთ პრესი, ხოლ წელი იატაკს არ მოაშოროთ. აზიდეთ მუხლები მკერდთან და ამასტანავე აწიეთ ხელებიც - შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. - ველოსიპედი
მწოლოარე მდგომარეობაში, ხელები თავს ქვემოთ ამოიდეთ. მუხლები მოხარეთ 45 გრადუსით. მორიგეობით მიწიეთ მარცხენა ხელის იდაყვი -მარჯვენა მუხლთან, შემდეგ მარჯვენა იდაყვი - მარცხნეა მუხლთან. საპირისპორო ფეხი უნდა გაშალოთ.
- "ალპინისტი" ფეხების ჯვარედინი მუშაობით.
დადექით აზიდვების პოზიციაში, დაჭიმეთ პრესი და მიიტანეთ მარცხენა მუხლი მარჯვენა იდაყვთან, შემდეგ კი მარჯვენა მუხლი - მარცხენა იდაყვთან. ფეხები სწრაფად ჩაანაცვლეთ.
- ნახტომები თამასაში
დადექით თამასაში. ამ მდგომარეობიდან შეასრულეთ ნახტომი ხელებისკენ, შეეცადეთ მუხლებით იდაყვებს მიწვდეთ ისე, რომ ხელებით იატაკს არ მოშორდეთ, შემდეგ კი შეასრულეთ ნახტომი უკან რითაც საწყის პოზიციას დაუბრუნდებით.
- პრესი გაშლილი ხელით
დაწექით ზურგზე და ხელები თავს უკან შემოილაგეთ. წამოწიეთ კორპუსი ზემოთ და მარჯვენა ხელი გაშალეთ მარცხენა მხარეს, შემდეგ დაბრუნდით საწყის პოზიციაზე და გაიმეორეთ ვარჯიში საპირისპირო ხელით.
ნამდვილად კარგი შედეგების მისაღწევად, ამ ვარჯიშების პარალელურად აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი კვებისა და კარდიოდატვირთვების წესი. თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავზე სამუშაოდ, მაშინ წინ!