ალუბლის ღვეზელი ნუშის კრემით

ალუბლის ღვეზელი ნუშის კრემით
fpaparazzi გემრიელი და ძალიან ორიგინალური დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ.
მომზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფების რაოდენობა: 8-10. სირთულე: საშუალო.

საჭირო მასალა:

  • შაქარი 100 გ
  • კგ ალუბალი
  • 1 ს/კ არაყი
  • 150 მლ 30 %-იანი ნაღები
  • 200 გ ნუშის ფხვიერი ნამცხვარი
  • ფქვილი 200 გ
  • კარაქი 100 გ
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. მოზილეთ ფხვიერი ცომი ფქვილის, კარაქის, მწიკვი მარილისა და 1 ს/კ შაქრისგან. დაუმატეთ ნახევარი ჭიქანახევარი წყალი. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 10 წუთი.
  2. შემდეგ გააბრტყელეთ ცომი მრგვალ, 26 სმ დიამეტრის ფირფიტად.
  3. გარეცხეთ ალუბალი, გააშრეთ, გამოკურკეთ და გაალაგეთ ცომზე მჭიდროს. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.
  4. აცხვეთ 1 საათი 240 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან.
  5. წვრილად დაფშვენით ნუშის ფხვიერი ნამცხვარი. ნაღები ათქვიფეთ ხელის ზამბარით, დაუმატეთ დაფხვნილი ნამცხვარი და არაყი. აურიეთ და მოასხით ნამცხვარს. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!