ტრადიციული ინგლისური ალუბლის ღვეზელი
ალუბლის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გადავწყვიტეთ, მოგამარაგოთ გემრიელი რეცეპტებით.
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 8
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიების რაოდენობა: 565 კალ
საჭირო მასალა:
წასასმელად:
გულსართი:
ცომი:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 8
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიების რაოდენობა: 565 კალ
საჭირო მასალა:
წასასმელად:
- 2 ს/კ რძე
- შაქარი 2 ს/კ
- კარაქი 2 ს/კ
გულსართი:
- წმინდა შაქარი 2 ჭიქა
- ალუბალი 1 კგ
- 3 ს/კ სახამებელი
ცომი:
- მარილი 0,5 ჩ/კ
- ცოტაოდენი ზეთი ფირფიტაზე წასასმელად
- 2,5 ჭიქა ფქვილი
- კარაქი 150 გ
- ყინულივით ცივი წყალი 5-7 ს/კ
მომზადების წესი:
- ფქვილი და მარილი გაცერით. დაუმატეთ ცივი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. აკეპეთ ხელით მსხვილ, ფხვიერ მასად.
- ზილეთ ხელით და დაუმატეთ სათითაო კოვზით ყინულივით ცივი წყალი, სანამ ცომი პრიალა არ გახსება. გააკეთეთ გუნდა და გაყავით 2 თანაბარ ნაწილად.
- თითოეული ნაწილი გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
- გარეცხეთ ალუბალი, ამოაცალეთ კურკები და აურიეთ შაქარი და სახამებელი.
- პატარა სწორკუთხა ღრმა ფორმას წაუსვით ზეთი. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე 4 მმ სისქის ფირფიტად. გადაიტანეთ ფორმაში ისე, რომ ცომის კიდეები ოდნავ გადმოვიდეს. გადაფარეთ ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 10 წუთით.
- შემდეგ გაანაწილეთ ცომზე ალუბალი. ზემოდან კი დანაბრად დაალაგეთ კარაქის ნაჭრები.
- გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა. დანით დაჭერით 2,4 სმ სისქის ლენტებად და დაალაგეთ ღვეზელზე ჯვრისებურად. ზედმეტი ცომი მოჭერით. ფრთხილად შეუკეცეთ კიდეები.
- გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. რძეში გახსენით შაქარი და წაუსვით მიღებული მასა ღვეზელს. მოათავსეთ ღუმელში 20 წუთით. შემდეგ გადააფარეთ ფოლგა და აცხვეთ კიდევ 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!