ვაშლის ღვეზელი ნაზი სოუსით
მოამზადეთ fpaparazzi-ს რჩევით ვაშლის ღვეზელი თხელი, ფხვიერი ცომით, ვაშლის დიდი ნაჭრებითა და სუფლეთი.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
მომზადების წესი:
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- ფქვილი – 2,5 ჭიქა
- შაქარი 2 ს/კ
- კვერცხი 1 ცალი
- დარბილებული კარაქი – 300 გ
გულსართისთვის:
- ვაშლი 4 ცალი
- არაჟანი 1 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
მომზადების წესი:
- კარაქი აკეპეთ ფქვილში, დაუმატეთ შაქარი და კვერცხი.
- მოზილეთ ცომი, გააკეთეთ გუნდა, შეფუთეთ ცელოფანში და შედგით ნახევარი საათით მაცივარში.
- ამასობაში გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები, გაჭერით ოთხ ნაწილად და თითოეული ნაჭერი დანით დასერეთ ბადისებურად.
- მოამზადეთ სოუსი – ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ არაჟანი და კიდევ კარგად ათქვიფეთ.
- ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ მაღალკიდეებიან ფორმაში, მოაჭერით ზედმეტი გვერდები.
- დაალაგეთ ცომზე ვაშლის ნაჭრები და მოასხით არაჟნის სოუსი.
- აცხვეთ 30-35 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.