სამკურნალო ბალახების მომზადების წესები, რომლის ცოდნაც აუცილებელია!

უძველესი დროიდან რუსეთში ნიჭად ითვლებოდა სხვადასხვა ბალახების შეგროვების, დამზადების, დაყენებისა და მოდუღების უნარი. ეს ჭეშმარიტად მთელი მეცნიერებაა, დაფუძნებული ადამიანის ორგანიზმის, მშობლიური ბუნების, მეცნიერების, მათი თავისებურებების წლის დროზე დამოკიდებულებით ცოდნაზე; მათგან სამკურნალო გამონახარშების, ნაყენების მომზადების უნარზე. ამას უნდა დაემატოს მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა ბალახებზე, ხშირად წინაპრებიდან თაობიდან თაობაზე გადმოცემული, რომლებიც ასევე ბალახებით მკურნალობდნენ. ამის შეხახებ შეიძლება ვწეროთ და ვწეროთ.
ჩვენი ამოცანა კი იფარგლება ერთით: როგორ შეძლება ყველამ ვისწავლოთ შინ ჩვენი და ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებისათვის ბალახების, კენკრის, ფესვების, ქერქის, ფოთლების ნაყენებისა და ნახარშების მომზადება, რომლებიც აკუმულირებენ თავიანთ თავში ბუნების მიერ ნაბოძებ სამკურნალო თვისებებს.
დაიმახსოვრეთ ზოგიერთი რჩევა:
ჩვენი ამოცანა კი იფარგლება ერთით: როგორ შეძლება ყველამ ვისწავლოთ შინ ჩვენი და ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებისათვის ბალახების, კენკრის, ფესვების, ქერქის, ფოთლების ნაყენებისა და ნახარშების მომზადება, რომლებიც აკუმულირებენ თავიანთ თავში ბუნების მიერ ნაბოძებ სამკურნალო თვისებებს.
დაიმახსოვრეთ ზოგიერთი რჩევა:
- ნუ გამოიყენებთ ბალახებს, რომლებიც რამდენიმე წელია გიდევთ.
- ნუ შეურევთ ერთ ჭურჭელში ერთბაშად ძალიან ბევრ ბალახს.
- ნუ ადუღებთ მათ ალუმინის, სპილენძის, თუნუქის ჭურჭელში. ყველაზე კარგია დაყენება ქაშანაურის, მინის ჭურჭელში.
- ნუ მოამზადებთ ერთბაშად გამონახარშს დიდი რაოდენობით. გაიანგარიშეთ, რამდენი დაგჭირდებათ დღე - ღამის განმავლობაში, მეორე დღეს მოადუღეთ ისევ.
- როცა ამზადებთ ნაყენს, დაასხით ბალახებს ადუღებული წყალი და დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში არა უმეტეს რამდენიმე საათისა. არ არის საჭირო ბალახი სველდებოდეს წყალში ორი - სამი დღე.
- როცა ადუღებთ ბალახს, ნუ ადუღებთ მას დიდხანს. უკეთესია დააყენოთ ხანმოკლე დუღილის შემდეგ გაცივებამდე, გაწურეთ.
- არ დალიოთ ნაყენი ძალიან ცივი. თბილად ისინი იძლევიან მეტ ეფექტს.
- თუ თქვენ გითხრეს, რომელიღაც ბალახი, მისი ნაყენი, უნდა სვათ ერთი თვეო, - სვით. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, რადგან მისგან სარგებელი იკაგება.