აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები მათ, ვინც მწვანე აფთიაქით სარგებლობს!

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები მათ, ვინც მწვანე აფთიაქით სარგებლობს!
ზოგიერთი რჩევა მათთვის, ვინც გადაწყვიტა ისარგებლოს "მწვანე აფთიაქის" სიკეთით, რათა არ მოუტანოთ მავნებლობა საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, უნდა გვახსოვდეს:

  • არასოდეს მოვკრიფოთ ბალახი გზის პირებზე, რკინიგზის ლიანდაგებთან, ქალაქის სამრეწველო ობიექტებთან. ისინი აგროვებენ მძიმე მეტალების მარილებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

  • ბალახები, რომლებიც კულტურულ მცენარეთა ახლოს იყვნენ არაეფექტურნი არიან და ვერ გამოიყენებთ, რადგან ისინი მომატებული რაოდენობით შეიცავენ შხამქიმიკატებსა და სასუქებს.

  • კარგია ბალახების შეგროვება მთაში, მთისწინ ტყეებში, არასაძოვარ მინდვრებზე, კერძო ნაკვეთებში, დიდხანს მოუხნავ ადგილებში.

  • არ გაახმოთ ბალახი მზეზე. მხოლოდ ჩრდილში და გადახურულ ადგილზე გაახმეთ, ოღონდ ღამის ცვარმა არ უნდა დაიდოს მასზე ბინა. უმჯობესია იგი გამჭოლ ვითარებაში გამოვაშროთ.

  • ნუ მოაგროვებთ ბალახს იმაზე მეტს რაც გჭირდებათ. გაუფრთხილდით "მწვანე აფთიაქს".

  • იყავით სრულიად დარწმუნებული რომ თქვენი შეგროვილი ბალახის, ყვავილის, ფესვის, სოკოს სახელი დაზუსტებით იცით, სხვა შემთხვევაში შეიძლება შეაგროვოთ შხამიანი მცენარე, რაც თქვენს განკურნვას კი არა, მოწამვლას გამოიწვევს.

  • არ დაეყრდნოთ წამლის მომზადების დროს თვალზომითობას. დოზირება უნდა დაიცვათ გრამებში. აუცილებელია აწონოთ წამლის მოსამზადებელი ნედლეული, ამისათვის კარგია პატარა აფთიაქის სასწორი და პლასტმასის BP - 20 - ტიპის.

  • მკურნალობის დროს იყავით მომთმენნი. წლებმა ბევრი ავადმყოფობა დაგიგროვათ. მიიღეთ ნახარში თუნდაც თვეობით, ნახარშების მიღება უნდა იყოს რეგულარული.

სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები