რძის კისელი სტაფილოთი - სასარგებლო და გემრიელი დესერტი

რძის კისელი სტაფილოთი - სასარგებლო და გემრიელი დესერტი
სახამებელი, რომელსაც კისელი შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას და სისხლში ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევას.

საჭირო მასალა:

  • რძე 1 ლ
  • სტაფილო 2 ცალი
  • 5 ჩ/კ სახამებელი
  • შაქარი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
  2. სახამებელი გახსენით 1 ჭიქა ცივ რძეში.
  3. დარჩენილი რძე დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და შაქარი გემოვნებით და ადუღეთ 1 წუთი.
  4. ისე, რომ ურიოთ შეუჩერებლად, დაუმატეთ რძეში გახსნილი სახამებელი და გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. ჩამოასხით ჭიქებში ან სხვა ფორმებში და გააცივეთ.