ვაშლის მარმელადი
FPAPARAZZI-ის რედაქციამ კიდევ ერთი განსხვავებული რეცეპტი შეგირჩიათ, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 5 ცალი ვაშლი
- 100გ შაქარი
- 2ს.კ სახამებელი
- 100 მლ წყალი
- 20გ ჟელატინი
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით წყალი და აცადეთ აფუება.
- სახამებელი გახსენით ცოტა წყალთან ერთად.
- ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ, გაჭერით შუაში, ამოაცალეთ კურკები და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე რომ დაიფაროს და მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე.
- შემდეგ კი ძალიან დაბალ ცეცხლზე თუშეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
- ამ ხნის შემდეგ დაუმატეთ წყალში გახსნილი სახამებელი, კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მიღებული პიურე დააბლენდერეთ ან გაატარეთ საცერში.
- ჟელატინი შეათბეთ და დაუმატეთ ვაშლის პიურეს.
- შემდეგ კი ჩაასხით სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში მანამ არ გამზადდება.
- სუფრაზე მიტანამდე მარმელადი შეგიძლიათ დაჭრათ და მორთოთ თხილით ან ნიგვზებით.
გემრიელად მიირთვით.