ალუბლის კისელი ბებოს რეცეპტით

ალუბლის კისელი ბებოს რეცეპტით
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს სასარგებლო სასმელი - ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ შესანიშნავად ანაყრებს და კლავს წყურვილს.
საჭირო მასალა:
  • უკურკო ალუბალი 300 გ
  • შაქარი 3 ჩ/კ
  • სახამებელი (კარტოფილის ფქვილი) 3 ჩ/კ
  • წყალი 700 მლ

მომზადება:
1. ქვაბში ჩაყარეთ ალუბალი, დააყარეთ შაქარი და დაასხით 600 მლ წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი ადუღეთ 2 წუთი.
2. კარტოფილის ფქვილი გახსენით დარჩენილ, 100 მლ წყალში და დაუმატეთ ქვაბში ალუბალს. აურიეთ და მიიყვანეთ კვლავ ადუღებამდე. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ სასურველ ტემპერატურამდე.
3. თუ კისელი საჭირო ს ისქის არ გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ კიდევ 1 ან მეტი ჩაის კოვზი წყალში გახსნილი სახამებელი, დაასხათ ძირითად მასას და კვლავ წამოადუღოთ.
გემრიელად მიირთვით!