ვანილის ნაყინი - ბავშვობის ტკბილი მოგონება!
fpaparazzi დღეს ბავშვობას გაგახსენებთ და საყვარელი პლომბირის მომზადებას გასწავლით.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 ლ რძე
- 100 გ კარაქი
- 1 ჩ/კ სახამებელი
- 5 კვერცხის გული
მომზადება:
- კარაქი ჩააგდეთ შემთბარ რძეში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მეორე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ შაქარი, სახამებელი და კვერცხის გული.
- ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამე.
- დაუმატეთ ცოტაოდენი რძე. უნდა მიიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენცია.
- ადუღებულ რძეში თანდათანობით, წვრილი ნაკადით ჩაუშვით კვერცხის გულის მასა. თან შეუჩერებლად ურიეთ.
- მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
- როცა ადუღდება, გადმოდგით მაშინვე ცეცხლიდან და ჩადგით ცივ წყლიან ჭურჭელში.
- თან კარგად ურიეთ, სანამ მასა არ გაგრილდება და თბილი არ გახდება.
- შემდეგ გააჩერეთ მასა, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. პერიოდულად ურიეთ.
- როცა კარგად გაცივდება, გაანაწილეთ მასა ფორმებში და შედგით მაცივარში გასაყინად.
გემრიელად მიირთვით!