ჭარხლის სალათი ჟელეს გარნირით - განსხვავებული და საინტერესო რეცეპტი!

ჭარხლის სალათი ჟელეს გარნირით - განსხვავებული და საინტერესო რეცეპტი!
fpaparazzi სასარგებლო და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ძმარი 1 ჩ/კ
  • პომიდორი 2 ცალი
  • მარილი
  • 2 საშუალო ზომის ჭარხალი
  • 4 ცალი ახალი კარტოფილი
  • ზეითუნის ზეთი
  • 1 პატარა კონა რუკოლა
  • პირშუშხა
  • 1 კონა მწვანე სალათის ფოთლები
  • 1 ს/კ ჟელატინი
  • 1 ჩ/კ შაქარი


მომზადების წესი:

  1. ჭარხალი და კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ სხვადასხვა ქვაბში. გააცივეთ.
  2. ჭარხლის ნახარში შეინახეთ.
  3. გაფცქვენით მოხარშული ბოსტნეული და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  4. სალათის ფურცლები და რუკოლა გარეცხეთ და გააშრეთ, დახიეთ ხელით.
  5. პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ კუბიკებად. ჯამში აურიეთ ჭარხალი, კარტოფილი და მწვანილი. მოაარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაუმატეთ პომიდორი და მოასხით ზეითუნის ზეთი. აურიეთ.
  6. ჭარხლის ნახარში გაწურეთ, დაუმატეთ ძმარი, შაქარი და პირშუშხა, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადმოდგით. გააგრილეთ და გახსენით მასში ჟელატინი.
  7. გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება.
  8. გამოიყენეთ ჭარხლის ჟელე გარნირებისთვის, ასევე ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის სალათებისთვის.

გემრიელად მიირთვით!