ჭარხლის ცივი ბორშჩი - ცხელი დღეების წვნიანი
fpaparazzi-ი გირჩევთ, მოამზადოთ ჭარხლის ცივი ბორშჩი - ის შესანიშნავი საზაფხულო წვნიანია.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 800 გ ჭარხალი
- 600 გ კარტოფილი
- 200 გ ქორფა კიტრი
- 3,5 ჭიქა ჭარხლის ნახარში
- მარილი
- შაქარი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1-2 კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
მომზადება:
- ჭარხლის ნახევარი გამოაცხვეთ ღუმელში, მეორე ნახევარი გაფცქვენით და მოხარშეთ ძმრიან ან ლიმონიან წყალში.
- მოხარშული და გამომცხვარი ჭარხალი გააცივეთ და გაფცქვენით.
- დაჭერით ჩხირებად, დაასხით გაწურული და გაცივებული ჭარხლის ნახარში.
- დაუმატეთ მოხარშული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და შედგით მაცივარში.
- როცა ბორშჩი კარგად გაცივდება, დაუმატეთ ჩხირებად ან კუბიკებად დაჭრილი კიტრი.
- გემოვნებით შეანელეთ მარილით და ცოტაოდენი შაქრით.
- მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა.
გემრიელად მიირთვით!