ინგლისელი ექიმი ჰარვეი ფლეკი ურჩევს ყველას, ვინც ხვრინავს...
ხვრინვა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მოსახლეობის 8-72%-ს ძილში ხვრინვა აღენიშნება. 20 წლამდე ხვრინავს 10%-ზე ნაკლები, 60 წლის ზემოთ კი _ 50%-ზე მეტი. ხვრინვის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ჭარბი წონაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში საკმაოდ არის გავრცელებული.
მათთვის ვინც ხვრინავს
მათთვის ვინც ხვრინავს
- უნდა გეძინოთ გვერდზე ან მუცელზე დაწოლილს დ არავითარ შემთხვევაში ზურგზე: ამ პოზაში ენის ძირი ნაწილობრივ ეფარება სასულეს, რაც ხვრინვის მიზეზი ხდება.
- ხვრინვა შესაძლოა გამოიწვიოს ძილის ნაკლებობამაც; ამიტომ შეეცადეთ ადრე დაწოლას.
- სიაგრეტს ნუ მოსწევთ მაინცდამაინც დაძინებისას. ასევე ძილის წინ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
- გაითვალისწინეთ, რომ დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი პრეპარატები ადუნებენ ენის, ხახისა და რბილი სასის კუნთებს, რაც იწვევს ხვრინვას.
- ინგლისელი ექიმი ჰარვეი ფლეკი ურჩევს ყველას, ვინც ხვრინავს, დაძინების წინ დაღეჭოს მაგარი ხის პატარა ნაჭერი და მოუჭიროს მას კბილები. ეს პროცედურა, რომელიც იწვევს სახის, კისრისა და ყელის კუნთების დაღლას, თავიდან აცილებს ხვრინვას.
- დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: დალიეთ ბოლოკის ფოთლისა და ნიახურის ნახარში წყალი - ხვრინვას უშველის.