გემრიელი ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა

გემრიელი ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა
fpaparazzi ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ბულგარულის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • 2 მოზრდილი კონა ქინძი და რეჰანი
  • 2 ცალი ბადრიჯანი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • ზეთი
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. ნიგოზი, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცის საკეპმანქანაში.
  2. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად, შეურიეთ გატარებულ ნიგოზს, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  3. მთელი ბულგარული წიწაკა შეწვით ღუმელში ან გრილში, სანამ კანი არ დაუსკდება, შემდეგ გამოიღეთ მოათავსეთ გეომეტრიულ პოლიეთილენის პაკეტში 20 წუთით.
  4. შემდეგ გააცალეთ კანი და გულსართი, თითოეული წიწაკა გაჭეით სიგანეზე 2-3 ნაწილად.
  5. ბადრიჯანიც დაჭერით სიგრძეზე თხელ ფირფიტებად და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
  6. გააცივეთ ბოსტნეული და წაუსვით ნიგვზის მასა (თუ ნიგვზის მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ გაათხელოთ ცივი წყლით ან ბროწეულის წვენით) და გადაახვიეთ რულეტებად.
  7. მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!