სოკოს საცივი- უგემრიელესი კერძი პიკანტური გემოთი

სოკოს საცივი- უგემრიელესი  კერძი პიკანტური გემოთი
მომზადების დრო- 1საათი, პორციების რაოდენობა- 4-6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა 424 კკ.

საჭირო მასალა:

  • 1 კგ სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 100გ მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური)
  • 200გ ნიგოზი
  • 50გ ბროწეულის მარცვალი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1ცალი წითელი წიწაკა
  • ღვინის ძმარი- 1 ს.კ
  • 1 ს.კ მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სოკო გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. მოხარშეთ მარილიან წყალში საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ და მოხადეთ ქაფი. როდესაც მოიხარშება, სოკო გადაიტანეთ თუშფალანგზე, ხოლო ბულიონი არ გადაღვაროთ.
  2. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. ხახვი და ნიორი გაფქცვენით. ნიორი დაჭყლიტეთ. ერთი თავი ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში, მეორე კი თხელ რგოლებას დაჭერით და შეინახეთ მოსართავად.
  4. ხორცსაკეპში გატარებული ხახვი მცენარეულ ზეთთან ერთად მოთუშეთ.
  5. მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. წითელი წიწაკა კი დანაყეთ.
  6. გატარებული ნიგოზი გახსენით სოკოს ბულიონში. დაუმატეთ ნიორი, მოთუშული ხახვი, მწვანილი და წიწაკა. ჩაასხით ძმარი და კარგად აურიეთ.
  7. სოკო მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით ნიგვზიანი სოუსი და აურიეთ. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებითა და დაჭრილი ხახვით.


გემრიელად მიირთვით.