ჩიზქეიქი შესქელებული რძით ცხობის გარეშე

ჩიზქეიქი შესქელებული რძით ცხობის გარეშე
fpaparazzi გთავაზობთ ჩიზქეიქის უნიკალურ და საოცრად მარტივ რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • არაჟანი 1 ჭიქა
  • ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“) 400 გ
  • კარაქი 150 გ
  • შესქელებული რძე 300 გ
  • ჟელატინი 12 გ
  • ხაჭო 300 გ
  • წყალი 200 მლ


მომზადების წესი:
1. გაადნეთ კარაქი. როცა გაგრილდება შეურიეთ დაფხვნილი ფხვიერი ნამცხვარი და კარგად აურიეთ.
2. გადაიტანეთ მასა ფორმაში და კარგად ჩატკეპნეთ. შედგით მაცივარში ერთი საათით.
3. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ შესქელებული რძე, 20 %-იანი არაჟანი და ხაჭო. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. დაასხით სწრაფად ხსნად ჟელატინს ცივი წყალი. გააჩერეთ 15 წუთი. როცა გაფუვდება დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ ჟელატინის ბოლომდე გახსნამდე.
5. არაჟნისა და შესქელებული რძის მასას შეურიეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.
6. გამოიღეთ ბისკვიტი მაცივრიდან და დაასხით შესქელებული რძის მასა. მოასწორეთ სპეციალური ნიჩბით. დაუმატეთ მასაში კენკრა ან სხვა ხილი სურვილისამებრ.
7. მოათვსეთ ისევ მაცივარში. უმჯობესია მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!