ცხელი აჯაფსანდალი ჭვიშტარზე
ჭვიშტარი და აჯაფსანდალი ერთად უგემრიელეს კერძს ქმნის. ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
აჯაფსანდალისთვის:
სუფრისთვის:
ჭვიშტარისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
აჯაფსანდალისთვის:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 750 გ ტკბილი წიწაკა
- 200 გ ხახვი
- 250 გ პომიდორი
- 50 გ ტომატპასტა
- მარილი გემოვნებით
- ცხარე მწვანე წიწაკა
- 1 კბილი ნიორი
- 100 მლ ზეთი
- 10 გ აჯიკა
- 50 გ ქინძი
- 10 გ რეჰანი
სუფრისთვის:
- მწვანილი
- ყველის ასორტი
ჭვიშტარისთვის:
- სიმინდის ფქვილი 200 გ
- 2 კვერცხი
- 200 გ არაჟანი
- 100 გ მანის ბურღული
- 400 გ ყველის ნარევი (სულუგუნი და იმერული)
- 10 გ გამაფხვიერებელი
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- მოამზადეთ აჯაფსანდალი: ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბიკებად და შეწვით ზეთში.
- ხახვი და პომიდორი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ცალკე ტაფაში. შეურიეთ ორივე მოხრაკული მასა, დაუმატეთ ტომატპასტა და თუშეთ 5 წუთი.
- ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, აჯიკა და ნიორი. თუშეთ კიდევ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- მოამზადეთ ჭვიშტარი: სიმინდის ფქვილში დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გახეხილი ყველის ნარევი, მანის ბურღული და გამაფხვიერებელი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ, მიეცით 3-4 სმ სისქის ფორმები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
- პატარა ლითონის ფირფიტაზე მოათავსეთ ჭვიშტარები, ზემოდან გაანაწილეთ აჯაფსანდალი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით.
- სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ სასურველი დაჭრილი მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!