უნგრული გულიაშის ექსკლუზიური რეცეპტი
თუკი გულიაში გიყვართ ან ჯერ არ გაგისინჯავთ, ეს რეცეპტი ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. Fpaparazzi-ი გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით და ზეთთან ერთად მოთუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და თუშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი.
2. კანგაცლილი პომიდორი დაჭერით კუბებად, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მანამ თუშეთ, სანამ პომიდორი წვენს არ გაუშვებს. შემდეგ კი მიღებული მასა დაუმატეთ ხახვსა და ბულგარულს და ერთად თუშეთ.
3. მოთუშული ბოსტნეული გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ წითელი პაპრიკა, 1 ლიტრი ადუღებული წყალი, მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
4. ქვაბში დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ხორცი და ხარშეთ დაახლოებით 1 საათით.
5. შემდეგ დაუმეტეთ წვრილად დაჭრილი
სტაფილო, დაახლოებით 10 წუთში კი კარტოფილი. ხარშეთ კიდევ 15- 20 წუთი.
6. მზა კერძს დაუმატეთ წიწაკა გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- საქონლის ხორცი- 500 გ
- წითელი ბულგარული წიწაკა- 1 ცალი
- მცენარეული ზეთი- 50მლ
- ხახვი-1თავი
- პომიდორი-1ცალი
- წიწაკა ჩილი- 5გ
- დაჭყლეტილი ნიორი- 3 კბილი
- სტაფილო- 1 ცალი
- საშუალო ზომის კარტოფილი- 3ცალი
- ტკბილი პაპრიკა-1-1.5 ს.კ
- მარილი- გემოვნებით.