ქათმის ხორცის გულიაში
fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ცნობილი უნგრული კერძის ინტერპრეტაციას ქათმის ხორცით. გამოდის უფრო მსუბუქი და არანაკლებ გემრიელი, ვიდრე ტრადიციული.
საჭირო მასალა:
მომზადება:
დაჭერით ქათმი ფილე კუბიკებად, მოათავსეთ გახურებულ და ზეთდასხმულ ტაფაზე და შეწვით მაღალ ცეცხლზე, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
ხახვი და სტაფილო დაჭერით სასურველი ზომის კუბიკებად, მაგრამ არა მსხვილად, დაუმატეთ ხორცს ტაფაში და გააგრძელეთ თუშვა საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი.
ნიორი დაჭერით წვრილად, ბულგარული - საშუალო ზომის კუბიკებად და დაუმატეთ ორივე ინგრედიენტი ქათმის ფილეს, ხრაკეთ კიდევ 2-3 წუთი. თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტა, პაპრიკა და დაჭრილი პომიდორი (კანგაცლილი, რა თქმა უნდა) და თუშეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
ჩაასხით ტაფაში ქათმის ბულიონი ან წყალი იმდენი, რომ სითხემ პროდუქტები 2-3 თითს დადებით დაფაროს.. აადუღეთ და შემდეგ ხარშეთ 7-10 წუთი.
მზა კერძს დაუმატეთ ცალკე მოხარშული კარტოფილი, აურიეთ და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 400 გ
- კარტოფილი 4 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- სტაფილო 1 ცალი
- პომიდორი 1 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ზეთი 3 ს/კ
- პაპარიკა (დაფქული) 1,5 ს/კ
- ტომატპასტა 1 ს/კ
- სასურველი მწვანილი
- მარილი გემოვნებით