როგორ ამოვიყვანოთ მეგრული სულუგუნი სახლის პირობებში

როგორ ამოვიყვანოთ მეგრული სულუგუნი სახლის პირობებში
ყველაზე გემრიელი და ნოყიერი ყველის, სულუგუნის სამშობლოდ სამეგრელო ითვლება. იმისათვის, რომ ის ისეთივე გამოვიდეს, როგორსაც მის სამშობლოში ამზადებენ, წლებია საჭირო.. თუმცა, თუ მიყვებით ჩვენს ინსტრუქციას, გპირდებით, მას მერე აღარ იყიდით ყველს ბაზარში.

საჭირო მასალა:

  • 1 კგ ახალამოყვანილი იმერული ყველი (3-5 დღის)
  • 3 ლ რძე (შრატი, წყალი)
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. შეათბეთ რძე, შრატი ან წყალი განიერ ქვაბში 70-80 გრადუსამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. დაჭერით იმერული ყველი და ჩაყარეთ რძეში.
  3. მოურიეთ მასას ხის კოვზით 7-10 წუთის განმავლობაში.
  4. შემდეგ გადაიტანეთ მასა ხის დაფაზე და მიეცით სულუგუნის ფორმა.
  5. შემდეგ მოათავსეთ ყველი წივ წყალში 2 წუთით - იმისათვის, რომ გამყარდეს და მიიღოს საბოლოო ფორმა.
  6. მზა ყველი ჩადეთ მრგვალ, მარილმოყრილ ფორმაში და დადგით ცივ ადგილას. 2-3 დღეში სულუგუნი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!