უგემრიელესი სვანური კუბდარის მომზადების საიდუმლო

უგემრიელესი სვანური კუბდარის მომზადების საიდუმლო
ხორციან ღვეზელებს თუ გადავავლებთ თვალს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ კუბდარს კონკურენტი არ ჰყავს. ამჯერად მისი მომზადების მარტივ და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო- 3სთ, პორციების რაოდენობა- 10-12, მომზადების სირთულე- საშუალო

საჭირო მასალა:
აჯიკა
  • 2 კგ საფუვარიანი ცომი
  • 1,5 კგ ღორის ხორცი
  • 300გ ღორის სალა
  • 4 საშუალო ზომის ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • თითო ჩაის კოვზი- დაფქული ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და კამის თესლი
  • აჯიკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი ბასრი დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად, ცხიმი და ხახვი, წვრილად, ნიორი კი თხლად. ერთმანეთში აურიეთ ნიორი და ხორცი.
  2. სუნელები, მარილი და აჯიკა ერთმანეთში აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში
  3. დაფაზე გააბრტყელეთ ცომი
  4. მის შუაგულში მოათავსეთ შიგთავსი- იმდენი, რომ კუბდარი ადვილად შეიკრას
  5. კუბდარი შეკარით ხაჭაპურის მსგავსად
  6. აცხვეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. როდესაც დაიბრაწება, კუბდარი მზადაა.
გემრიელად მიირთვით.