უგემრიელესი მეგრული ხარჩოს მომზადების საიდუმლო
მომზადების დრო- 2,25 წთ, პორციების რაოდენობა- 8, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 1 კგ ხბოს ხორცი
- 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
- 0,5 ჭიქა გატარებული თხილი
- 2 საშუალო ზომის თეთრი ხახვი
- 100გ ქინძი
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ცალი მწარე წიწაკა
- 20 გ შაფრანი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ხორცი დაჭერით საშალო ზომის ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1.2-3 ლიტრი წყალი, დადგით მაღალ ცეცხლზე და აადუღეთ. შემდეგ კი ხარშვა განაგძეთ დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ მოხადეთ ქაფი. ხარშეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.
- ქვაბიდან ამოიღეთ რამდენიმე კოვზი ბულიონი და ჩაალბათ შაფრანი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ წვრილ საწურზე გაწურეთ.
- მწვანილი გარეცხეთ და ძალიან ჭვრილად დაჭერი. წიწაკა დაჭერით ძალიან წვრილად ან დანაყეთ, ნიორი კი დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ თხილთან და ნიგოზთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ შაფრანიანი წყალი და სუნელები. უნდა მიიღოთ ოქროსფერი მასა.
- შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი და პ ილპილი და გადმოდგით ცეცხლიდან.