პომიდვრის საწებელის უგემრიელესი რეცეპტი გამოცდილი დიასახლისისგან
მსგავსი რეცეპტით მომზადებული საწებელი სწრაფად მზადდება. მის მოსამზადებლად სულ 45 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ დიდხანს ინახება და ძალიან გემრიელია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 2კგ მწიფე პომიდორი
- 500გ წითელი ტკბილი წიწაკა
- 1კგ ნიორი
- 120გ წითელი ღვინის ძმარი
- მარილი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- პომიდორი გარეცხეთ, დაასხით მდუღარე, შემდეგ კი ცივი წყალი. მოაშორეთ კანი და ზედმეტი თესლი. რბილობი გაატარეთ ხორცაკეპში.
- ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას მოაშორეთ ყუნწი და თესლი, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
- ძმარი აადუღეთ და მაშინვე გამორთეთ. შემდეგ კი ბოლომდე გააცივეთ.
- ქილები გარეცხეთ და რამდენიმე წუთით მოათავსეთ 180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სტერილიზაციისათვის.
- გატარებულ და დაჭრილ ინგრედიენტებს დაუმატეთ ძმარი და მარილი და კარგად აურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჩაასხით ქილებში, ზემოდან მოასხით ცოტა ძმარი და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ გრილ ადგილას.