ცხარე, არომატული და ძალიან გემრიელი აჯიკა
მომზადების დრო- 2.30წთ, მომზადების სირთულე- მარტივი
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 1 კგ მწარე წითელი წიწაკა
- 500გ ტკბილი წითელი წიწაკა
- 100გ ნიორი
- 50 გ ქინძი, ოხრახუში და ნიახური
- 30 მგ ძმარი
- 1ჩ.კ ხმელი ქინძი
- 250 გ მარილი
- მცენარეული ზეთი
- წიწაკა 3 დღის განმავლობაში დატოვეთ გაშლილ მდომარეობაში. შემდეგ კი გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი.
- ძმარი აადუღეთ და გააცივეთ.
- ყველა პროდუქტი გაატარეთ ხორცაკეპში ან დააბლენდერეთ. შემდეგ კი კარგად აურიეთ ხის კოვზით
- დაუმატეთ ქმელი ქინძი და მარილი, შემდეგ ძმარი და გააჩერეთ- 2-3 დღე. პერიოდულად ამოურიეთ ხოლმე. შემდეგ გაანაწილეთ ქილებში. ზემოდან მოასხით ცოტა მცენარეული ზეთი და მჭიდროდ დაახურეთ თავი. შეინახეთ ცივ ადგილას.