ცხარე აჯიკის მომზადების ნაცადი რეცეპტი

ცხარე აჯიკის მომზადების ნაცადი რეცეპტი
მომზადების დრო- 2,30წთ, მომზადების სირთულე- საშუალო.

საჭირო მასალა:

  • ძმარი- 10%-იანი- 50მგ
  • ქინძი-1კონა
  • ზღვის მარილი- 1 ს.კ
  • ნიორი- 180გ
  • წითელი ბულგარული წიწაკა- 1კგ
  • წითელი წიწაკა
  • მწიფე პომიდორი- 1კგ

მომზადების წესი:

  1. პომიდორი და წიწაკა გარეცხეთ. ბულგარული გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლები.
  2. კანგაცლილი პომიდორი და წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში მწარე წიწასკასთან ერთად.
  3. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შიგადაშიგ ურიეთ.
  4. სრულ გამზადებამდე 15- 20 წუთით ადრე, მასა თავდაპირველზე ორჯერ მეტი უნდა გახდეს. დაუმატეთ მარილი, ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და დაჭყლეტილი ნიორი.
  5. ცხელი აჯიკა ჩაასხით ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური
გემრიელად მიირთვით.