ძალიან ნოყიერი და გემრიელი ერბოკვერცხი

ძალიან ნოყიერი და გემრიელი ერბოკვერცხი
fpaparazzi გთავაზობთ ნოყიერი და უგემრიელესი საუზმის რეცეპტს. სცადეთ და გვერწმუნეთ, სხვანაირად ერბოკვერცხს აღარ მოამზადებთ.
საჭირო მასალა:
  • ოხრახუში პატარა კონა
  • 6 დიდი ზომის კვერცხი
  • 4-6 ნაჭერი ცხიმიანი ლორი (დაახლოებით 80 გ)
  • 3 ცალი სამონადირეო ძეხვი
  • 2 პატარა პომიდორი
  • 1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • 4 ს/კ მაღალცხიმიანი ნაღები
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
დაჭერით ცხიმიანი ლორი პატარა ნაჭრებად და დაალაგეთ გაცხელებულ სქელძირიან ტაფაზე, დადგით დაბალ ცეცხლზე, რათა თანდათანობით გამოუშვას ცხიმი - დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ.
თხელ წრეებად დაჭერით სამონადირეო ძეხვი და ჩაყარეთ ისიც ტაფაში, გააგრძელეთ ხრაკვა დაბალ ცეცხლზე. ამასობაში კი მოამზადეთ ბოსტნეული.
გაფცქვენით ხახვი და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა. დაჭერით ხახვი თხელ ნახევარწრეებად, წიწაკა - წვრილ ჩხირებად. პომიდორი საშუალო სისქის ნახევარწრეებად. წვრილად დაჭერით ოხრახუში.
მოუმატეთ ცეცხლს საშუალო სიძლიერებეზე, დაუმატეთ ძეხვს ხახვი და ბულგარული წიწაკა და ხრაკეთ, თან ურიეთ 3-4 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ პომიდორი და გააგრძელეთ მზადება 3 წუთის განმავლობაში.
ათავიფეთ კვერცხი ნაღებთან ერთად, დაუმატეთ მარილი და პილპილი და ჩაასხით ტაფაში. სანამ ერბოკვერცხი თავზე ბოლომდე გამოშრება, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში 3 წუთი.
გემრიელად მიირთვით.