აჯაფსანდალის საიდუმლო რეცეპტი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ გაითვალისიწინოთ, რომ ამ რეცეპტით მომზადებული აჯანფსანდალი, განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ბადრიჯანი- 1კგ
- პომიდორი-500 გ
- ბულგარული წიწაკა- 500 გ
- ხახვი- 250 გ
- მწარე წიწაკა- 1 ცალი
- ნიორი- 1 თავი
- ქინძი, ოხარახუში და ბაზიკილი - თითო კონა
- ხმელი სუნელი- 2 ჩ.კ
- ზაფრანა- ½ ჩ.კ
- მარილი და ახალფადქული წიწაკა გემოვნებით.
- მცენარეული ზეთი 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რომბებად ან კუბებად.
- დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გაწურეთ და შეწვით ტაფაზე.
- ამასობაში მოხრაკეთ ხახვი. როგორც კი ოქროსფირი გახდება.
- დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ბულგარული წიწაკა.
- 10-12 წუთის განმავლობაში, გამუდმებით ურიეთ , შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.
- პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, მოაცალეთ კანი და წვრილად დაჭერით ან გახეხეთ.
- ნიორი ძალიან წვრილად დაჭრით და დაუმატეთ პომიდორს.
- ბადრიჯანი აურიეთ ხახვთან, სტაფილოსთან და ბილგარულთნ ერთად.
- დაუმატეთ პომიდორი და დაბალ დედხლზე გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს კერძს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და სუნელები და დაახლოებით 10 წუთი ისევ აცადეთ ხარშვა.
გემრიელად მიირთვით.