ღომის რეცეპტი ერთ-ერთი ცნობილი ქართული რესტორნის შეფ-მზარეულის, მაია თორიასგან
fpaparazzi გთავაზობთ ღომის ექსკლუზიურ რეცეპტს ცნობილი შეფ-მზარეულისგან.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 500 გ ღერღილი
- 0,5 ჭიქა სიმინდის ფქვილი
- სულუგუნი
მომზადების წესი:
- ჩაყარეთ ღერღილი საცერზე, ჩადგით საცერი ცივ წყალში ისე, რომ წყალმა მთლიანად დაფაროს ღერღილი.
- მოურიეთ ხელით წრეზე და გარეცხეთ ღერღილი გამრინარე წყალში ისე, რომ შავი ნაწილაკები ზემოთ ამოვიდეს. გადაუქციეთ წყალი და გააგრძელეთ ღერღილის „გათეთრების“ პროცესი, მანამ, სანამ ქათქათა ღერღილს არ მიიღებთ.
- გადაიტანეთ გარეცხილი ღერღილი სქელ, თუჯის ქვაბში, დაასხით 1,5 ლ ცივი წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე.
- ადუღების შემდეგ მოხადეთ ქაფი. დაუკელით ცეცხლზე, ამოურიეთ ხის კოვზით და გააგრძელეთ ხარშვა.
- ხარშვის პროცესში პერიოდულად ურიეთ.
- 40 წუთში ნელ-ნელა ჩაყარეთ სიმინდის ფქვილი, თან ურიეთ, ისე, რომ არ გაიკეთოს კორკოშელები.
- დააფარეთ თავზე და თუშეთ 15 წუთი. ფქვილის სუნი მთლიანად უნდა გაქრეს.
- ღომი მაშინ არის მზად, როცა ქვაბის კიდეებზე ღომი აპკს გაიკეთებს.
- გაანაწილეთ მზა ღომი გაშლილ თეფშებზე ცივ წყალში დასველებული ხის კოვზით და ჩაალაგეთ ცხელ-ცხელში სულუგუნის რამდენიმე ნაჭერი.
გემრიელად მიირთვით!