ელარჯი - გემრიელი და ნოყიერი მეგრული კერძი!

ელარჯი - გემრიელი და ნოყიერი მეგრული კერძი!
fpaparazzi მეგრული ელარჯის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • 200 გ სულუგუნი
  • 50 გ სიმინდის ფქვილი
  • 800 გ ღერღილი


მომზადების წესი:

  1. სიმინდის ფქვილი გაცერით.
  2. კარგად გარეცხეთ ღერღილი, დაასხით 1 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, ბურღულის სრულ მომზადებამდე.
  3. ახლა დაუმატეთ სიმინდის ფქვილი პატარა ულუფებად, თან სწრაფად ურიეთ ხის ჩოგნით.
  4. თუშეთ ღომი დაბალ ცეცხლე 20 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ქვაბში.
  5. დაჭერით სულუგუნი თხელ მოგრძო ნაჭრებად.
  6. ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე ჩაყარეთ დაჭრილი ყველი და აქტიურად ურიეთ.
  7. გადმოდგით ცეცხლიდან, აურიეთ ხის ნიჩბით და გაანაწილეთ თეფშებზე ცივ წყალში დასველებული ხის კოვზით.

გემრიელად მიირთვით!