მეგრული სამზარეულოს სიამაყე - მისი უდიდებულესობა ელარჯი!
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს კერძი არ უყვარდეს. თუმცა, ბევრს მისი მომზადება რთული ჰგონია... fpaparazzi გასწავლით, როგორ გააკეთოთ მარტივად ეს უგემრიელესი მეგრული კერძი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ სულუგუნი
- 50 გ სიმინდის ფქვილი
- 800 გ ღერღილი
მომზადების წესი:
- სიმინდის ფქვილი გაცერით.
- კარგად გარეცხეთ ღერღილი, დაასხით 1 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, ბურღულის სრულ მომზადებამდე.
- ახლა დაუმატეთ სიმინდის ფქვილი პატარა ულუფებად, თან სწრაფად ურიეთ ხის ჩოგნით.
- თუშეთ ღომი დაბალ ცეცხლე 20 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ქვაბში.
- დაჭერით სულუგუნი თხელ მოგრძო ნაჭრებად.
- ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე ჩაყარეთ დაჭრილი ყველი და აქტიურად ურიეთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან, აურიეთ ხის ნიჩბით და გაანაწილეთ თეფშებზე ცივ წყალში დასველებული ხის კოვზით.
გემრიელად მიირთვით!