თათარა - ტრადიციული ქართული ტკბილეული

თათარა -  ტრადიციული ქართული ტკბილეული
fpaparazzi უგემრიელესი ტკბილეულის თათარას რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:

  • იზაბელას ჯიში ყურძნის წვენი 50 მლ
  • თეთრი ყურძნის წვენი 1 ლ
  • სიმინდის ფქვილი 175 გ
  • შაქარი 50 გ


მომზადების წესი:

  1. დადგით ყურძნის წვენი ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ იქამდე, სანამ წვენი არ განახევრდება.
  2. დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.
  3. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ სიმინდის ფქვილი, თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. მაღალბორტიან ღუმელის ფირფიტა დაასველეთ ცივ წყალში და ჩაასხით მიღებული მასა.
  5. გააჩერეთ 12 საათი.

გემრიელად მიირთვით!