ლობიო მეგრულად მაია თორიას ექსკლუზიური რეცეპტით

ლობიო მეგრულად მაია თორიას ექსკლუზიური რეცეპტით
fpaparazzi ხმელი ლობიოს მომზადების განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • 1 კგ ხმელი ლობიო
  • 5-6 თავი თეთრი ხახვი
  • 1 ღერი პრასი
  • 1 კონა ნიახური
  • 1 საშუალო კონა ქინძი
  • 1 მწვანე წიწაკა ჩილი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • მარილი და მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა


მომზადების წესი:

  1. დაალბეთ ლობიო ცივ წყალში მთელი ღამით, დილით გადაუღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი იმდენი, რომ დაფაროს ლობიო და დადგით ძლიერ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. გადაუღვარეთ კვლავ წყალი და დაასხით ისევ ცივი წყალი პროპორციებით 1:4-ზე და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხარშეთ, სანამ ლობიო კარგად არ დარბილდება. პერიოდულად ურიეთ.
  3. აიღეთ პიურეს ჩასაზელი და ჩაჭყლიტეთ ლობიო პირდაპირ ქვაბში, ხარშვისას.
  4. დაჭერით ხახვი პატარა კუბიკაბად, პრასი თხელ წრეებად, ოხრახუში წმინდად. დაუმატეთ ყველა ეს ინგრედიენტი ლობიოს, მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  5. დაჭერით ნიორი, ჩილი და ქინძი, გადაიტანეთ სანაყში, დაუმატეთ მარილი და წითელი წიწაკა და დანაყეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მიღებული მასა ლობიოს და აურაიეთ.
  6. ადუღების შემდეგ, დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და თუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
  7. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით.