წითელი ლობიო ლორით - უგემრიელესი რაჭული კერძი
ლობიოს კერძის არაერთი რეცეპტი არსებობს, თუ გინდათ რომ ნამდვილი ქართული ლობიოს კერძი გააკეთოთ, საჭიროა მისი სწორი მომზადება. ამიტომაც დღეს fpaparazzi რეცეპტთან ერთად რამდენიმე რჩევასაც გთავაზობთ:
საჭირო მასალა 4 ულუფისთვის:
მომზადების წესი:
1. მომზადებული ლობიო (იხილეთ დასაწყისი) გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე, დაუმატეთ ლორის მთლიანი ნაჭერი, დაასხით წყალი და გააჩერეთ ცეცხლზე მომზადებამდე. ამ პერიოდში 2-3 ჯერ დაამატეთ 1/3 ჭიქა ცივი წყალი.
2. ლორი გადმოიტანეთ ტაფიდან და დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
3. ხახვი დაჭერით წვრილად, შეწვით მცენარეულ ზეთში და დაუმატეთ ლობიოს.
4. მწვანილი დაჭერით წვრილად, ნიორი დაჭყლიტეთ და დაამატეთ ლობიოს. მარილი მოაყარეთ გემოვნებით, გაურიეთ დაჭრილი ლორი და კარგად აურიეთ.
რჩევა: კერძის მომზადებამდე ლობიო კარგად უნდა გაარჩიოთ და 12 საათის განმავლობაში მოათავსოთ ცივ წყალში. ამ პერიოდში საჭიროა წყალი 2-3-ჯერ გამოუცვალოთ. ამის შემდეგ, ის კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაიწყეთ მისი მომზადება.
ლობიო იხარშება შემდეგნაირად: ლობიოს დაასხით წყალი, დადგით გაზქურაზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ მაღალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ წყალი გამოცვალეთ. ეს მოქმედება კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
ლობიოს მესამედ დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე (დაახლოებით 1 საათი). წყალი, რომელშიც ლობიო იხარშება, ბოლომდე უნდა ამოშრეს.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა 4 ულუფისთვის:
- ლობიო-500 გრ.
- ლორი (ნაკლებად ცხიმიანი)-300 გრ.
- ხახვი-3 თავი;
- ნიორი-3 კბილი;
- ქინძი-50 გრ.
- ქონდარი და რეჰანი-4-5 ღერი;
- მცენარეული ზეთი-2 ს.კ.
- მარილი, დაფქვილი წითელი წიწაკა-გემოვნებით.