ნამდვილი იმერული ლობიო – ბებიების რეცეპტით

ნამდვილი იმერული ლობიო – ბებიების რეცეპტით
მართალია, იმერეთში, ქოთანში მომზადებულ ლობიოს არაფერი შეედრება, მაგრამ ქალაქის პირობებშიც შეგვიძლია მოვამზადოთ ბებოს რეცეპტით უგემრიელესი, არომატული ლობიო, რომელსაც fpaparazzi გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • 500 გ ლობიო
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კონა ქინძი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი
  • აჯიკა
  • ხმელი ქონდარი გემოვნებით.

მომზადაბა:
  1. დაალბეთ 6-8 საათი ლობიო ცივ წყალში. აჯობებს წინა დღით იზრუნოთ ამაზე.
  2. მსხვილად დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ლობიოს.
  3. ხარშეთ თავდახურულ ქვაბში დაახლოებით 30-40 წუთი. სანამ მარცვლები კარგად არ დარბილდება.
  4. დაჭერით ქინძი და ნიორი.
  5. მეორე თავი ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად.
  6. ჩაჭყლიტეთ ლობიო ისე, რომ მარცვლების ნაწილი მთელი დარჩეს.
  7. თან ურიეთ და ისე ჩაამატეთ აჯიკა და დაფქული, ხმელი ქონდარი. მოაყარეთ მარილი.
  8. გამორთეთ გაზი და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი და ნიორი.
  9. მოურიეთ, დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით...