სასარგებლო რჩევები მათ ვისაც თმის ცვენა და ქერტლი აწუხებს.
თმის ცვენის პრობლემა დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ათასგვარი შამპუნი, თმის მოვლის საშუალებები, პრობლემა მაინც გადაუწყვეტელი რჩება და ეს იმიტომ, რომ უმრავლესობა საკითხს ზედაპირულად უყურებს. თმა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან ფაქტორებზეც. ზოგჯერ თმა ინფექციური დაავადებების დროს, თმის ძირებში კვება ქვეითდება ქრონიკული დაავადებებისას. თმის დაზიანებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის, კუჭ - ნაწლავის, ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ჰორმონალური დარღვევები და სხვა.
თმის ცვენისა და ქერტლის თანხვედრა კი მეტად დამახასიათებელია სებორეისთვის. ეს არის კანის დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა. მშრალი სებორეის დროს თავის თმიანი ნაწილის კანზე ჩნდება ქერტლი, რომლის რაოდენობა თანდათან მატულობს. ზოგჯერ ადამიანს ქავილიც აწუხებს. თმა შრება, იფიტება და ცვივა. ეს დაავადება დღეს საკმაოდ გავრცელებულია.
რეკომენდებულია A, B ჯგუფისა და C ვიტამინების მიღება. ამასთან მოაწესრიგეთ თქვენი დღის რეჟიმი და კვების რაციონი ( უნდა შეიზღუდოს ორგანული ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა ). საჭიროა კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოწესრიგება - ყაბზობის გამოსწორება. მიიღეთ ხილის წვენები, ახალი ხილი, ბოსტნეული.
მშრალი სებორეის გარდა, არსებობს ცხიმოვანი სებორეა, რომლის დროსაც კანს ცხიმის ჭარბი გამოყოფა ახასიათებს. თმა ასეთ დროს გაპოხილი და შეწებებულია.
ადგილობრივი თერაპია, სებორეის დროს, ცხიმის გამოყოფის გათვალისწინებით ხორციელდება. მკურნალობის შედეგად ქერტლი მცირდება და ბოლოს ქრება. ასევე მცირდება თმის ცვენა. კარგია თმის ძირებში ისეთი ნივთიერების შეზელა, რომლებიც ადენზიფიცირებს კანს, აუმჯობესებს ქსოვილოვან სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს თმის ფოლიკულების მოქმედებას. საკმაოდ ეფექტურია ნივრისა და ხახვის პრეპარატები, გვირილის, ჭინჭრის, ორკბილას, პიტნის ექსტრაქტზე დამზადებული ვიტამინიზებული შამპუნები.