მეგრული საცივი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძი დასავლეთ საქართველოში - საცივია. ეს სადღესასწაულო კერძი ძირითადად საახალწლოდ, ინდაურისგან მზადდება. თუმცა ხშირად მას ქათამისგანაც აკეთებენ fpaparazzi სწორედ ქათმისგან მომზადებული საცივის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 ცხიმიანი ქათამი 2 კგ-მდე
- 500-800 გ ნიგოზი
- 1 კგ ხახვი
- 4-8 კბილი ნიორი
- დიდი კონა ქინძი
- 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
- 1 ს/კ დაფქული ზაფრანა
- 1 ს/კ დაფქული ხმელი ქინძი
- 1 ს/კ დაფქული წიწაკა
- დაქრული დარიჩინი დანის წვერით
- 2-6 ცალი მიხაკი
- მარილი
- კარაქი
მომზადების წესი:
- მოათავსეთ ქათამი დიდ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი იმდენი, რომ ფრინველი დაიფაროს 3-4 სმ-ით. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ძიერ ცეცხლზე 1,5 საათი. თან პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
- შეეცადეთ, არ გადახარშოთ. მოხარშული ქათამი ამოიღეთ ბულიონიდან და გააცივეთ. ბულიონიც გააცვიეთ და მოათავსეთ მაცივარში, რათა ზედაპირზე მოდებული ცხიმი გამაგრდეს.
- გაცივებულ ქათამს წაუსვით კარაქი და მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაბრაწეთ 30 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ წყლიანი ჯამის მოთავსებაც ღმელში, რათა ხორცი წვნიანი დარჩეს.
- შემწვარი ხორცი გამოიღეთ ღუმელიდან და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.
- დაჭერით ხახვი მაქსიმალურად წმინდად. მოხადეთ ბულიონს ცხიმი და მოხრაკეთ მასში ხახვი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
- ქინძი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული ფაფა გაწურეთ მარლაში.
- გაატარეთ ნიგოზი, დაუმატეთ წიწაკა, ხმელი ქინძი, ზაფრანა და ქინძის წვენი. დანაყეთ მიხაკი მარილთან ერთად და შეურიეთ ნიგვზის მასას ისიც და დარიჩინიც.
- გახსენით ნიგოზი ნახევარ ბულიონში. დაჭყლიტეთ ან დანაყეთ ნიორი მარილთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაუმატეთ ნიგვზიან მასას.
- დადგით ქვაბი 6-8 ჭიქა გაწურული ბულიონით საშუალო ცეცხლზე. როცა ბუ ლიონი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს და პატარ-პატარა ულუფებით დაუმატეთ ნიგვზიანი მასა, თან შეუჩერებლად ურიეთ.
- ადუღეთ ნიგვზიანი ბულიონი 203 წუთ. შემდეგ დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და კვლავ მიიყვანეთ ადუღემადე.
- შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ხორცი, მიიყვანეთ ისევ ადუღებამდე, ჩაასხით ძმარი და ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი.
- ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ თავდახურულ ქვაბში 10 წუთი.
- სუფრასთან მიიტანეთ ცხელი ან გრილი. უხდება ღომი.