საცივი- ტრადიციული ქართული კერძის ნაცადი რეცეპტი

საცივი- ტრადიციული ქართული კერძის ნაცადი რეცეპტი
ადრე თუ გვიან, ყველა ქართველ ქალს ერთხელ მაინც უწევს საცივის გაკეთება. ეს ბევრისთვის საყვარელი კერძი ხომ ხშირად ჩვენი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

მომზადების დრო- 3საათი, მომზადების სირთულე- მარტივი

საჭირო მასალა:

  • 2ჩ.კ დაფქული წითელი წიწაკა
  • ნიორი- 6 კბილი
  • 5ჩ.კ ხმელი ქინძი
  • სადილის კოვზი მიხაკი და დარიჩინი
  • 1 თავი ხახვი
  • 1კგ ნიგოზი
  • 6 კვერცხის გული
  • მარილი
  • 1 ს.კ ღვინის ძმარი
  • ინდაური
  • 1 ჩ.კ შაფრანი

მომზადების წესი:

  1. ინდაური გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ სანამ არ მოიხარშება. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი.
  2. მოხარშული ინდაური შედგით ღუმელში და დაბრაწეთ. შემდეგ კი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით.
  3. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შაფრანი, ხმელი ქინძი, მიხაკი, დარიჩინი და წითელი წიწაკა. დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ.
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხის გულები და განაგრძეთ მორევა.
  5. ხახვი გაატარეთ ხორცაკეპში ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ ნიგვზიან მასას და კვლავ კარგად აურიეთ.
  6. მიღებული მასა გახსენით ბულიონის წვენში. საბოლოოდ უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. შემდეგ კი საწურში გაატარეთ და ჩაასხით ქვაბში. ეს პროცესი გაიმეორეთ რამდენჯერმე. შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. არავითრ შემთვევაში არ აადუღოთ.
  7. შემდეგ მიღებულ სოუსში ჩააწყვეთ დაჭრილი ინდაურის ნაჭრები.
  8. აცადეთ საცივს შეგრილება და შემდეგ დაუმატეთ ძმარი და მარილი. შემდეგ კი გააცივეთ.
  9. სუფრასთან კერძი მიიტანეთ ცივი. მეორე დღეს საცივი კიდევ უფრო გემრიელია.


გემრიელად მიირთვით.