ფოკაჩა ზეთისხილითა და ხახვით
მომზადების დრო- 2,30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, სამზარეულო- იტალიური
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 200 გ ფქვილი
- 1 ქილა შავი ზეთისკილი კურკის გარეშე
- ხმელი ქონდარი
- ოხრახუშის ფოთლები
- მარილი, შაქარი და პილპილი გემოვნებით
- ანჩოუსი
- 4 თავი ხახვი
- 60 მგ ზეითუნის ზეთი
- 5გ მშრალი საფუარი
- საფუარი გახსენით 100 მგ თბილ წყალში, დაუმატეთ 0,5 ჩ.კ მარილი და 1 ჩ,კ შაქარი. შემდეგ კი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. შემდეგ წაუსვით ზეითუნის ზეთი და ისევ გააჩერეთ 15 წუთით.
- ხახვი და ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში დაბრაწეთ.
- ხახვი, ნიორი და ზეთისხილი, ანჩოუსის 10-15 ფილე და ცოტა ქონდარი აურიეთ ერთმანეთში.
- ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ზემოდან მოათავსეთ გულსართის ნახევარი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- სურვილის შემთხვევაში ზემოდან მოაყარეთ ოხრახუში.