გურული ღვეზელები კვერცხით

გურული ღვეზელები კვერცხით
მომზადების დრო-1,30წთ, პორციების რაოდენობა- 10, მომზადების სირთულე-საშუალო

საჭირო მასალა:

  • ფქვილი-800გ
  • მაწონი-500მგ
  • რძე- 1 ჭიქა
  • კვერცხი- 1 ცალი
  • კარაქი- 100გ
  • ზეთი- 150მგ
  • მშრალი საფუარი- 1 ს.კ
  • კვერცხის გული- 1 ცალი
  • არაჟანი- 2 ს.კ
  • შაქარი
  • მარილი

გულსართისთვის:
  • სულგუნი- 500გ
  • მოხარშული კვერცხი- 10 ცალი


მომზადების წესი:

  1. რძე შეათბეთ, დაუმატეთ მწიკვი შაქარი, საფუარი, 1 ს.კ მცენარეული ზეთი და 100გ ფქვილი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 1საათი.
  2. შემდეგ დაუმატეთ მაწონი, დარჩენილი ფქვილი და კვერცი. მოზილეთ ცომი. დაუმატეთ ცოტა გამთბარი ზეთი და მარილი. აცადეთ ამოფუება.
  3. ყველი გახეხეთ. კვერცხი კარგად მოხარშეთ და გაჭერით შუაზე.
  4. ცომი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ და თითოეულის შუაგულში მოათავსეთ გახეხილი ყველი და კვერცხის ნაჭრები. შეკარით ისე, რომ ნახევარმთვარის ფორმა მიიღოს.
  5. ღვეზელები დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. ზემოდან წაუსვით ერთმანეთში არეული არაჟნისა და კვერცხის გულის ნაზავი.
  6. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.
გემრიელად მიირთვით.