რა იწვევს კუდუსუნის ტკივილს და რომელი სამკურნალო საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.
ვარ 44 წლის ქალი. მაქვს საშინელი ტკივილები კუდუსუნის არეში. ვერავინ ვერაფერი გამიგო. ახლა ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მაქვს "კოკციგოდინია". გთხოვთ, მიამბოთ ამ დაავადების შესახებ. რა უნდა გავაკეთო ტკივილის მოსახსნელად? წინასწარ გიხდით მადლობას.
ექიმის კომენტარი:
კოკციგოდენია ბერძნულად ნიშნავს კუდუსუნის ტკივილს. ეს დაავადება უხშირესად 40 წელს გადაცილებულ ქალებს აღენიშნებათ. ხშირად კუდუსინის არეში ტკივილი რაიმე სხვა დაავადებების, მაგალითად, ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომს წარმოადგენს. კოკციგოდენიის მახასიათებელი ტიპური ჩივილებია: ხანგრძლივი ჯდომისას კუდუსუნის არეში ტკივილი, რომელიც ძლიერდება ადგომის დროს. ადამიანი იძულებულია უარი თქვას თეატრში, კინოში წასვლაზე, სამსახურსა და სახლში კი ჯდომას მხოლოდ ერთ დუნდულაზე ახერხებს ( მონაცვლეობით). საინტერესოა, რა იწვევს მზგავს ტკივილს? კუდუსუნისა და გავის ძვლებს შორის არის სუსტად ძვრადი სახსარი. ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე მასში მარილების ჩალაგება, ანთებითი პროცესის განვითარება მის მახლობლად. ამ პროცესის მაპროვოცირებელ მომენტად შეიძლება იქცეს ტრავმა, კუდუსუნის მოტეხილობა, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ახალგაზდობაში გადაიტანეთ. მაგალითად, თხილამურებზე სიარულისას, უეცარი დაცემა იწვევს გავა- კუდუსუნის სახსრის ზედმეტად მოხრას შიგნით. ველოსიპედით, ავტომობილით, ცხენით ხანგრძლივი მგზავრობა, მძიმე მშობიარობა დიდი ზომის ნაყოფით კი, პირიქით - სახსრის ზედმეტად გაშლას გარეთ. ამის შედეგად ვითარდება ძვლოვანი კოჟიჟი და 10 - 30 წლის გავლის შემდეგ, როდესაც სახსარში მარილები ჩალაგდება, იგი უმოძრაო ხდება. ხანგრძლივი ჯდომისას მას აღარ შეუძლია, მოიხაროს, ადგომისას კი - სწრაფად გაიშალოს. რენტგენოლოგიური გამოკლევისას გავისა და კუდუსუნის არეში ამ დაავადებისას ხშირად გამოხატული ცვლილებები არ აღინიშნება ხოლმე.
კოკციგოდინიის დროს ინიშნება:
ასეთი მკურნალობა უნდა ჩატარდეს 2 -3 კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმთან შეთანხმების შემდეგ.

- ტკივილგამაყუჩებელი სანთლების ( ანესთეზინით, ნოვოკაინით და სხვა ). შეყვანა სწორ ნაწლავში 2 - ჯერ დღეში ( დილა - საღამოს ).
- გავისა და კუდუსუნის არეში ტკივილგამაყუჩებელი საცხების ( ტროქსევაზინი, ბუტადიონი, მენოვაზინის ხსნარი ) შეზელვა 1 - 2 - ჯერ დღეში. მასაჟი და თვითმასაჟი აღნიშნულ არეში.
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება აბების ან ინექციების სახით.
- სამკურნალო ფიზკულტურა სპეციალისტის მეთვალყურეობით.
- ფიზიკურ დატვირთვასა და ხანგრძლივ ჯდომაზე უარის თქმა.
- თბილი ( 42 გრადუსამდე ) მიკროოყნები ( 50 - 100 გრ ) გვირილის ნაყენით. ოყნის შემდეგ 1 საათის განმავლობაში საჭიროა ნახევრად გავაკუდუსუნის სახსრის მიდამოში.
- B ვიტამინის პრეპარატებისა და რეოპირინის ან ინდომეტაცინის ( მეთინდოლის ) მიღება.