ტრადიციული წესით შემწვარი წიწილა ტაბაკა
ტაბაკად შემწვარ წიწილს მარტივი სოუსით მიირთმევენ - წყალში გახსნილი დანაყილი ნივრისა და მარილის ნარევით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- წიწილა 2 ცალი
- ნიორი 4 კბილი
- შავი პილპილის მარცვლები 8 ცალი
- კარაქი 2 ს/კ
- ლიმონი 1 ცალი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაჭერით წიწილა მკერდის გასწვრივ და გადაშალეთ. მოათავსეთ ხის დაფაზე ზურგით ზემოთ, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და ოდნავ დაბეგვეთ, რათა კარგად გაბრტყელდეს.
- ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. პილპილის მარცვლები დანაყეთ. დაუმატეთ დაწილი ნიორი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით. წაუსვით ეს ნარევი წიწილას შიგნიდან და გარედან.
- ტაფაზე გაადნეთ 1 ს/კ კარაქი. მოათავსეთ ერთი წიწილა, დაადეთ სიმძმე, მაგალითად წყლით სავსე, იგივე დიამეტრის ქვაბი. 15 წუთში წიწილა ამოაბრუნეთ და კვლავ დაადეთ სიმძიმე. შეწვით ამ მხარესაც 15 წუთით.
- გადაიტანეთ შემწვარი წიწილა თეფშზე და ასევე შეწვით მეორე წიწილა.
- დარჩენილი ნიორს მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ.
- მოასხით მიღებული სოუსი შემწვარ წიწილებს.
გემრიელად მიირთვით!