შქმერულის ტრადიციული რეცეპტი- კერძი, რომლის მომზადებაც ყოველ დღე მოგინდებათ

შქმერულის ტრადიციული რეცეპტი- კერძი, რომლის მომზადებაც ყოველ დღე მოგინდებათ
შქმერული ქათმით და ძალიან პიკანტური სოუსით მომზადებული კერძია. შქმერული შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. განსაკუთრებუთ უხდება თონის პური. მოამზადეთ შქმერული ჩვენი რეცეპტით.

საჭირო მასალა:

  • ქათამი- 800გ
  • ნაღები- 100მგ
  • ქინძი- 1 კონა
  • მარილი- გემოვნებით
  • ხმელი სუნელი- გემოვნებით
  • კარაქი- 50გ
  • წყალი -3 ს.კ
  • ნიორი- 5კბილი
  • დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. ქათამი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. შემდეგ კი მსუბუქად დაბეგვეთ
  2. სქელძირიანი ტაფა კარგად გაახურეთ, დაასხით ზეთი, დადეთ ქათამი, დააფარეთ თეფში, დაადეთ რამე სიმძიმე და შეწვით
  3. ქათამი შეწვით ორივე მხრიდან
  4. პარალელურად, მოამზადეთ სოუსი. ქინძი და ნიორი დანაყეთ ან წვრილად დაჭერით. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. მიღებული მასა გადაიტანეთ ტაფაზე, რომელშიც ქათამში შეწვით და იმავე ცხიმში მოთუშეთ. დაუმატეთ ცოტა ნაღები და წყალი.
  5. მზა სოუსში ჩააწყვეთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები, დაახურეთ ტაფას თავსახური და თუშეთ 10-15 წუთით.

გემრიელად მიირთვით.