ტაბაკად შემწვარი წიწილა
fpaparazzi გთავაზობთ ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათის, ტაბაკად შემწვარი წიწილის რეცეპტს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ვარია 1 ცალი
- ნიორი 3 კბილი
- ზეითუნის ზეთი 5 ჩ/კ
- კარაქი 1 ჩ/კ
- წყალი 150 მლ
- მარილი 1 ჩ/კ
- შავი პილპილი გემოვნებით
- ქონდარი მწიკვი
- თეთრი პილპილი მწიკვი
მომზადების წესი:
- გაჭერით ვარია მკერდთან და გადაშალეთ.
- გარეცხეთ და გააშრეთ. დადეთ მკერდით დაბლა და კარგად დააწექით, რომ გაბრტყელდეს.
- ქონდარს შეურიეთ თეთრი და შავი პილპილი, ორი მესამედი ჩ/კ მარილი. წაუსვით ეს ნარევი წიწილას და მოათავსეთ ღრმა თეფშში. დააფარეთ მეორე ღრმა თეფში, დაადეთ სიმძიმე და მოათავსეთ მაცივარში 8-10 საათით.
- შემდეგ გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ კარაქი, მოათავსეთ წიწილა მკერდით დაბლა, დაადეთ ზემოდან თეფში და სიმძიმე და შეწვით ძლიერ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გადმოაბრუნეთ და კვლავ პრესის ქვეშ შეწვით მეორე მხრიდან.
- შემდეგ მოაცილეთ სიმძიმე და თეფში, დააფარეთ ტაფას თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი. აუცილებელობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი.
- 150 მლ წყალს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მესამედი ჩაის კოვზი მარილი. აურიეთ.
- ამ სოუსის ნახევარი ჩაასხით ტაფაში ვარიასთან, მოუმატეთ ცეცხლზე და შეწვით ქათამი სითხის ბოლომდე ამოქრობამდე.
- დარჩენილი ნივრიანი წყალი მოასხით ვარიას სუფრასთნ მიტანამდე.
- მიირთვით არომატული წიწილა აჯიკასთან, ტყემალთან ან სხვა სოუსთან ერთად.