ტაბაკად შემწვარი წიწილა, ქართული ტრადიციული სუფრის აუცილებელი კერძი
ტაბაკად შემწვარი წიწილა ძალიან გემრიელია და მისი მომზადება სულაც არ წარმოადგენს სირთულეს. ამას გარდა, თუკი რამდენიმე საიდუმლოს გაითვალისწინებთ, წიწილის ხორცი ძალიან გემრიელი და დაბრაწული გამოვა.
მომზადების დრო- 1საათი, პორციების რაოდენობა-2, მომზადების სირთულე- მარტივი. კალორიულობა- 897კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო- 1საათი, პორციების რაოდენობა-2, მომზადების სირთულე- მარტივი. კალორიულობა- 897კკ-ია.
საჭირო მასალა:
- წიწილა- 1 ცალი
- კარაქი- 2 ს.კ
- ნიორი- 4 კბილი
- შავი წიწაკის მარცვლები
- ლიმონი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წიწილა კარგად გარეცხეთ და ხელსახოცით გააშრეთ. შემდეგ კი შუაში ჩაჭერით
- წიწილა მოათავსეთ ხორცის საჭრელ დაფაზე და მსუბუქად დაბეგვეთ
- ნიორი გაარჩიეთ და დაჭყლიტეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით. წიწაკის ბურთულები დანაყეთ. დაჭყლეტილი ნივრის ნახევარი აურიეთ წიწაკას და დაუმატეთ მარილი გემოვნებით. მიღებული მასა კარგად წაუსვით წიწილას შიგნიდანაც და გარედანაც.
- ტაფა გაახურეთ, წაუსვით კარაქი, მოათავსეთ წიწილა და ზემოდან დაადგით წყლით სავსე ქვაბი. შეწვით საშუალო ცეცხლზე.
- 15 წუთის შემდეგ ამოაბრუნეთ და მეორე მხრიდანაც 15 წუთის განმავლობაში დაბრაწეთ. შემწვარი წიწილა გადაიტანეთ ლანგარზე.
- დარჩენილი ნიორი აურიეთ ლიმონის წვენში და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაუსვით წიწილას და გემრიელად მიირთვით.