გურული კერძი- ქათამი ღვინოში
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4-6, მომზადების სირთულე- საშუალო
კალორიულობა- 601 კკ, ცილა- 39გ, ცხიმი-46გ, ნახშირწყლები- 8გ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
კალორიულობა- 601 კკ, ცილა- 39გ, ცხიმი-46გ, ნახშირწყლები- 8გ
საჭირო მასალა:
- დაფქული დარიჩნი- 1 ჩ.კ
- დაფქული მიხაკი- 1 ჩ.კ
- ნიგოზი ან თხილი-100გ
- ოხრახუში- 1 კონა
- ქათამი - 1.2- 1.5 კგ
- ხახვი- 2 თავი
- კარაქი- 1,5 ს.კ
- მშრალი პაპრიკა- 1 ჩ.კ
- მარილი
- ყვითელი ყვავილი-6 ცალი
- ქინძი- 1 კონა
- წითელი მშრალი ღვინო-1ჭიქა
მომზადების წესი:
- ქათამი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით საშალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ქვებში.
- ქათმის ცხიმი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
- კარაქი გაალღვეთ ტაფაზე, დაუმატეთ დაჭრილი ცხიმი და გადაიტანეთ ქვაბში.
- ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში. მწვანილი გარეცხეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.
- სუნელები აურიეთ მარილთან ერთად.
- ხახვი, ნიგოზი და მწვანილი დაამატეთ ქვაბში, რომელშიც ქათმის მომზადებას აპირებთ.
- დაუმატეთ ღვინო და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. კერძს სრულ გამზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ სუნელები.