თუ დიაგნოზად გულ - სისხლძარღვთა დისტონია დაგიდგინდათ, მისი მკურნალობის მეთოდი ასეთია.

თუ დიაგნოზად  გულ - სისხლძარღვთა დისტონია დაგიდგინდათ, მისი მკურნალობის მეთოდი ასეთია.
ეს დაავადება ვითარდება თანდათანობით და სერიოზულად განცხადდება მაშინ, როცა მისი დამარცხება ძნელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სიმპტომები: სისხლის წნევის დაქვეითება, მოთენთილობა, ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, აქედან გამომდინარე კი წონის დაკარგვაც. ქვეითდება მოცემული ადამიანისათვის ჩვეული სასიცოცხლო ტონუსი, რაც იწვევს ძილის დარღვევას, დათრგუნულ განწყობილებას, გაღიზიანებას, საკუთარი თავითა და ირგვლივ მყოფებით, საკუთარი სამუშაოს შედეგებით უკმაყოფილებას.

თუ დიაგნოზი „გულ - სისხლძარღვოვანი დისტონია“ დადგენილია სწორად, მაშინ საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყება, ორგანიზმის თანდათანობით გამოყვანით „გარღვევიდან“.

პირველი - რაც შეიძლება მეტი ყოფნა სუფთა ჰაერზე, მეტი სიარული ფეხით.

მეორე - ყოველდღიურად მოხარშვა და სმა ასკილის, კრაზანას ნაყენისა, სხვა, ამ დროს თქვენთვის საჭირო, ბალახების დამატებით. ნუ დაივიწყებთ ჩაის მარწყვის, შავი მოცხარის, პიტნის ფოთლების, ვარდის ფურცლებისგან. ეს სასმელები გააუმჯობესებენ სისხლის შედგენილობას, გაწმენდენ სისხლძარღვებს, შეავსებენ ორგანიზმს ვიტამინებით. თქვენ გაგიჩნდებათ მადა, მთავარია ამ დროს არ დააკლოთ საკუთარ თავს ბოსტნეულისა და ხილის კერძებით მდიდარი საჭმელი, ყოველდღიურად უზმოზე შეჭამეთ თითო კოვზი თაფლი, რამდენიმე კაკალი.

მესამე - თქვენ მოგიწევთ ზრუნვა სუფთა სამედიცინო ნაყენებზეც, რომლებიც დაგეხმარებიან გულის, თავის ტკივილების მოშორებაში, გააუმჯობესებენ ძილს, ნორმაზე დაიყვანენ სისხლის წნევას.
აიღეთ თითო ჩაის კოვზი კუნელი, პუსტურნიკი (ძაღლის ჭინჭარი), კატაბალახას ძირები, თუ იგი არ გაქვთ, მაშინ პიტნის ფოთლები, და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, კარგად დააყენეთ, გაწურეთ. დასაწყისში სვით სამჯერ დღეში. რამდენიმე კოვზი დილას და სადილობისას, რაც დარჩა - ძილის წინ. როცა შემსუბუქებას იგრძნობთ, როცა თქვენი სხეული დაიწყებს ძალითა და ჯანმრთელობით ავსებას, კიდევ რამდენიმე ხანს სვით ამ ნაყენის ნახევარი ჭიქა მხოლოდ საღამოობით. შემდეგ გააკეთეთ 2 – 3 კვირიანი შესვენება და ისევ გაიმეორეთ პროფილაქტიკის მიზნით.

გულ - სისხლძარღვოვანი დისტონია - სიგნალი თქვენი ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობის შესახებ. მაშასადამე, ნუ იქნებით ქარაფშუტა. თვალყური ადევნეთ თვითგრძნობას, ნუ დაუშვებთ სისუსტეს, ტკივილებს გულსა და თავში. სამუდამოდ დაივიწყეთ თამბაქო, სპირტიანი სასმელის ჭარბი გამოყენება, თქვენთვის წესად უნდა იქცეს სუფთა ჰაერზე სერნობა.
სტატიის წყარო:ასი დაავადება ასი რეცეპტი