რა იწვევს ლეიკოპენიას (ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება) და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას.
რა იწვევს ლეიკოპენიას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ და საერთოდ თუ განიკურნება?
ექიმის კომენტარი:
ლეიკოპენია არის ლეიკოციტების ( სისხლის თეთრი ბურთულაკები ) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში ( 4.10 მ/ლ - ზე ქვევით ). მას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს:
ექიმის კომენტარი:
ლეიკოპენია არის ლეიკოციტების ( სისხლის თეთრი ბურთულაკები ) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში ( 4.10 მ/ლ - ზე ქვევით ). მას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს:
- ფუნქციური ლეიკოპენია გვხვდება ნევროზული რეაქციებისა და კვების ზოგადი დაქვეითების დროს. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, უგუნებობას. ობიექტურად კი მხოლოდ სუბფებრილური (მცირედ მომატებული ) სიცხიანობა აღინიშნება. ფუნქციური ლეიკოპენიის დროს ლეიკოციტურ ფორმულაში ცვლილებები არ შეინიშნება, რადგან შეცვლილი არ არის ძვლის ტვინი.
- მაიონიზებელ - რადიაციული ლეიკოპენია ჩნდება რენტგენის სხივებით, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაზიანების დროს.
- ანემიების თანმხლები ლეიკოპენია თან ახლავს აპლასტიკურ - ჰიპოპლასტიკურ ( განვითარების ანომალიით მიმდინარე )ანემიას, ადისონ - ბირმერის დაავადებას ( B12 დეფიციტურ ანემიას ).
- დეფიციტური ლეიკოპენია ორგანიზმში ჩნდება ცილების, ზოგიერთი ამინომჟავის და ვიტამინის უკმარისობით. იგი შიმშილობის, ხანგრძლივი წვრილი ნაწლავის ანთების ( ენტერიტის ) და კოლიტის შედეგად ვითარდება.
- ინფექციურ - ტოქსიკური ლეიკოპენია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვაგვარი მოწამვლის, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ( მალარიის ), ძვლის ტვინის სიმსივნის დროს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაირკვეს ლეიკოპენიის გამომწვევი ფაქტორი და შეძლებისდაგვარად მოიხსნას მისი მოქმედება. შემდგომში უნდა მოხდეს გართულებებთან ბრძოლა და, ბოლოს, იყენებენ ჰემოსტიმულატორებს. ლეიკოციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი პრეპარატებია ნუკლეინმჟავა ნატრიუმი, პენტოქსილი, ლეიკოგენი; მათი გამოყენება შეიძლება სისხლის, ლეიკოციტური მასის გადასხმებთან, ჰორმონო - და ვიტამინოთერაპიასთან ერთად. ეს - ზოგადად. კონკრეტული მკურნალობის კურსის შესარჩევად მიმართეთ ექიმს.