ბულგარული წიწაკის რულეტი ნიგვზის შიგთავსით
ნიგვზიანი კერძების მოყვარულებს, ბულგარული წიწაკისგან ძალიან გემრიელი რულეტის მომზადების რეცეპტს გაგაცნობთ. ეს ცივი კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.
საჭირო მასალა:
მოსართავად:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- აჯიკა- 3გ
- მარილი- გემოვნებით
- ნიგოზი- 200გ
- ბულგარული წიწაკა- 2ცალი
- ქინძი-1 კონა
- წყალი- დაახლოებით 60გ
- მცენარეული ზეთი- 2ს.კ
მოსართავად:
- დაჭრილი ქინძი
- საშუალო ზომის მწარე წიწაკა
- ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესი:
- წიწაკას მოაშორეთ თესლი, გარეცხეთ, გააშრეთ და გაყავით 5-6 ნაწილად.
- მოათავსეთ ჯამში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 წუთით. შემდეგ კი გადაიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ გაშრობა.
- გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მაღალ ცეცხლზე შეწვით წიწაკა ორივე მხრიდან. დააწყვეთ ხელსაცოხზე რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ
- მოამზადეთ გულსართი: ერთმანეთში აურიეთ აჯიკა, დაბლენდერებული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ქინძი და წყალი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
- გულსართი თვალის ზომით მოათავსეთ წიწაკის თითოეულ ნაჭერზე და გადაახვიეთ რულეტივით.
- სუფრაზე მიტანამდე მორთეთ მწვანილითა და ბროწეულის მარცვლებით.
გემრიელად მიირთვით.