ნიგვზიანი მხალი სხვადასხვა ბოსტნეულისგან

ნიგვზიანი მხალი სხვადასხვა ბოსტნეულისგან
დიდმარხვა დაიწყო და ჩვენც ვეცდებით, სამარხვო კერძებით მოგამარაგოთ. ამჯერად სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებულ მხალეულს გთავაზობთ:

საჭირო მასალა:

  • 600 გ ჭარხალი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • ქინძი
  • ძმარი 1 ს/კ
  • ნიორი 0,5 თავი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 800 გ მწვანე ლობიო
  • 1 კგ ისპანახი
  • ბროწეულის მარცვლები მოსართავად
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი


მომზადების წესი:

  1. ნიგოზი, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცის მანქანაში, ხახვი დაჭერით წმინდად.
  2. ისპანახი მოწალეთ, გაწურეთ და დაჭერით (ლობიო მოხარშეთ, ჭარხალი შეწვით ღუმელში და ასევე წვრილად დაკეპეთ).
  3. შეურიეთ ბოსტნეული ნიგვზის მასასთან, დაუმატეთ სუნელები და ძმარი, კარგად აურიეთ.
  4. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ქორფა მწვანილი.


გემრიელად მიირთვით!